ჰარი პოტერის მერვე ამბავს, რომელიც მისი შვილის, ალბუს სევერუს პოტერის ამბავს გვიამბობს, ლონდონი თეატრალური წარმოდგენის სახით 7 ივნისიდან იხილავს.

Pottermore-მა სპექტაკლში მონაწილე მსახიობები ჰარი პოტერის ფანებს პირველად გააცნო და მაგლების სამოსში გამოწყობილი ჰარის და ჯინის და ჯადოქრის მანტიით შემოსილი ალბუს-სევერუსის გმირების ფოტოები გამოაქვეყნა.

"ჰარი პოტერი და დაწყევლილი შვილის" ამბის თხრობა ბოლო წიგნის ეპილოგიდან ვითარდება, როდესაც ვოლდემორის დამარცხებიდან 19 წელია გასული.

ასე გამოიყურება ჰარი იმის ვისი სახელიც არ ითქმის დამარცხებიდან 19 წლის შემდეგ

ფოტო: Charlie Gray

ასეთია ჭორფლიანი, მოუსვენარი და თბილი ჯინი უისლი ზრდასრულობაში:

ფოტო: Charlie Gray

ეს კი სპექტაკლის მთავარი გმირი ალბუს-სევერუს პოტერია, რომელსაც, როგორც სცენარის მიმოხილვაში ვკითხულობთ, წყვდიადთან დაპირისპირება მოუწევს

ფოტო: Charlie Gray

ესენი კი რონ უისლი, ჰერმიონ გრეინჯერი და მათი გოგონა როუზ უისლი არიან:

ფოტო: Charlie Gray

ჰარი პოტერის როლს ჯეიმი პარკერი ასრულებს, რომელსაც ჯოან როულინგის განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს:

"ის ნამდვილი ჰარია, ნამდვილი შვებაა ამ როლში მისი ხილვა".

ჯინი პოტერის როლს პოპი მილერი მოირგებს. 22 წლის ინგლისელი მსახიობი სემ კლემეტი კი ალბუს-სევერუსს წარმოგვიდგენს, რომელიც ჰარი პოტერი და სიკვდილის თამაშების დასასრულს ნერვიულობს, სლიზერინში არ მოხვდეს.

ჰოგვარტსში სწავლობს ჰერმიონას და რონის შვილი როუზიც, რომელსაც შერილ სკიტი ასრულებს. გენიოსი ჰერმიონას ზრდასრულის როლში ნომა დუმეზვენი წარმოგვიდგება, რონის გმირს კი პოლ ტორნლი შეასრულებს.

ტელეგრაფის ინფორმაციით, ჯოან როულინგი ჰარი პოტერის და დაწყევლილი ბავშვის I და II ნაწილს წიგნის სახით ამ ზაფხულს გამოაქვეყნებს. ფანები პოტერის შესახებ ახალ სცენარს 31 ივლისს, ჰარის დაბადების დღეზე, წაიკითხავენ.

წარმოდგენის პირველ ნაწილზე ბილეთები 2015 წლის 28 ოქტომბერს უკვე სრულად გაყიდული იყო. შემდეგ სპექტაკლებზე ბილეთების აუქციონის წესით გაყიდვა 23 მაისს დასრულდა.