შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღის განმავლობაში, წყნეთის გზაზე მოხდა.

  • როგორც მედიები წერენ, ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

დეტალები: მთავარი არხის ინფორმაციით, გარდაცვლილს, სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს.

  • შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.