Apple-ის მოყვარულებს კომპანიამ განახლებული MacBook Pro, M2 ჩიპით წარუდგინა. ინოვაციური ფუნქციებით და უფრო მძლავრი სისტემით დაკომპლექტებული MacBook Pro 13, გაყიდვაში 1 ივლისს გამოვა, 24 ივნისს კი Apple-ის ოფიციალურ რესელერ მაღაზიებში უახლესი მოდელის წინასწარი გაყიდვები იწყება.

განახლებული MacBook Pro Apple-მა WWDC 2022 კონფერენციის ფარგლებში, 6 ივნისს წარადგინა. ახალი MacBook Pro 13 აღჭურვილია M2 პროცესორით და 13 დიუმიანი დისპლეით. მოდელი წარმოდგენილია 8 შესრულების და 10 გრაფიკული ბირთვით. ახალი პროცესორი გამოსახულების დამუშავებაში წინა მოდელზე 39%-ით უფრო ძლიერია. MacBook Pro 13-ს აქვს მძლავრი ბატარეა, მას შეუძლია ვიდეოს შეუწყვეტლად გაშვება 20 საათამდე დროით, ერთი დატენვით. აქტიური, მძლავრი გაგრილების სისტემა, პროცესორს გადახურებისგან იცავს. MacBook Pro 13 წარმოდგენილია 24 GB-იანი ოპერატიული და 2 TB-მდე ჩაშენებული მეხსიერებით.

ფოტო: Apple

Retina ეკრანი ახლა უკვე P3 ფერთა გამას მოიცავს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოსახულებების დამუშავებისას.

ამავდროულად, ეკრანს აქვს მაქსიმალური სიკაშკაშე, 500 nit-მდე მხარდაჭერა. ასეთი ინოვაციები ფერების ყველაზე ზუსტი რეპროდუქციის შექმნის საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიზაინერებისთვის.

ახალი MacBook-ის ერთ-ერთი სასიამოვნო დამატება სტუდიური ხარისხის მიკროფონებია. შესაძლოა, ეს არის ის, რაც საშუალებას მოგცემთ აღარ გამოიყენოთ გარე მიკროფონები სხვადასხვა პოდკასტების ჩასაწერად.

ფოტო: Appl

საქართველოში ახალი MacBook Pro 13-ის ფასი 5199 ₾-დან იწყება. უახლესი მოდელის წინასწარი შეკვეთა Apple-ის ოფიციალურ რესელერ მაღაზიებში შეგიძლიათ: iSpace, iTechnics, ElitElectronics, Alta, iStore, iPlus.