უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მოულოდნელი სტუმრის სახით გამოჩნდა ევროპის ოთხ მთავარ ტექ კონფერენციაზე, რომლებიც ერთდროულად იმართებოდა 2022 წლის 15 ივნისს.

TNW კონფერენციაზე ამსტერდამში, Vivatech-ში პარიზში, Brilliant Minds-ში სტოკჰოლმში და დამფუძნებლების ფორუმზე ლონდონში ყველას ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა ზელენსკის გამოსვლა. მან აუდიტორიისგან პირდაპირ ეთერში მიღებულ შეკითხვებსაც უპასუხა.

და ეს როგორ? ბუნებრივია ჰოლოგრამის სახით!

როდესაც ვფიქრობთ ჰოლოგრამაზე, უმეტეს ჩვენგანს პრინცესა ლეიას ჰოლოგრამა გვახსენდება, ვარსკვლავური ომებიდან. მაშინ ჰოლოგრამა სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, დღეს ის რეალობაა.

TNW-ის Vision Stage-ზე ზელენსკის ჰოლოგრამა გამოჩნდა ორი მეტრის სიმაღლის სენსორული ეკრანის საშუალებით, რომელიც შემუშავებულია ARHT media-ის მიერ. თუმცა, ის პრინცესა ლეიას ჰოლოგრამისგან განსხვავდებოდა. მაყურებლებს უჩნდებოდათ შეგრძნება თითქოს ზელენსკი დიდ ყუთში იმყოფებოდა.

ჰოლოგრამები ახლა მოდურია

ჩნდება შეკითხვა, რატომ გამოიყენეს ორგანიზატორებმა ჰოლოგრამა, როდესაც მის მაგივრად უბრალოდ ჩვეულებრივი ვიდეო ჩართვა შეეძლოთ. უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგია არის ყოვლისმომცველი, რომელიც აერთიანებდა იქ მყოფ აუდიტორიას. ტექნოლოგიების მოყვარულთათვის კი ჰოლოგრამა საინტერესოა.

ზელენსკიმ მოუწოდა ევროპისა ტექნოლოგიურ საზოგადოებებს, გააგრძელონ თანამშრომლობა და ინვესტიციების ჩადება უკრაინაში. კომპანიები, როგორიცაა Grammarly, Gitlab და MacPaw, უკრაინაში განვითარდნენ. ზელენსკის თქმით, თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად დღეს არსებული საომარი ვითარებისა.

"უკრაინა არის შანსი თქვენთვის, თქვენი კომპანიებისთვის, თქვენი ტექნოლოგიებისთვის, ინვესტიციებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ღირებულება მოიტანოთ", — თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის აღდგენის კონფერენცია 4-5 ივლისს შვეიცარიაში, ლუგანოში გაიმართება. აქ უკრაინის მთავრობა თავის აღდგენის გეგმებს საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებს.

"ჩვენი მიზანია უკრაინა გავხადოთ ყველაზე თავისუფალი ციფრული სახელმწიფო მსოფლიოში. უკრაინას შეუძლია ჩადგეს გლობალური ციფრული რევოლუციის ავანგარდში", — თქვა ზელენსკიმ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.