მიკაილა ჰოლმგრენი სილამაზის კონკურსი "მის მინესოტას" ისტორიაში შევა, როგორც დაუნის სინდრომის მქონე პირველი მონაწილე.

მიკაილას თქმით, დოკუმენტების ჩაბარების დროს საერთოდ არ ნერვიულობდა, რადგან ამით მთელი მისი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა.

"მე ვთქვი, რომ ეს მინდოდა. მინდოდა ჩემი პიროვნება მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, მეჩვენებინა, რომ ჩემი ცხოვრება კარგი და საინტერესოა. რაც მთავარია მინდოდა ხალხს ენახა, როგორია როდესაც დაუნის სინდრომი გაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ და გამუდმებით ვიღიმი", - ამბობს მიკაილა.

კონკურსის აღმასრულებელი დირექტორის, დენიზ უოლესის თქმით კი, ჰოლმგრენი იდეალურად შეესაბამება სილამაზის კონკურსის ფორმატს.

"მიკაილა არაჩვეულებრივი გოგოა და სრულებით ჯდება ჩვენს მთავარ სტანდარტში - იყოს თავდაჯერებული საკუთარ სილამაზეში", - ამბობს დენიზი.