მსახიობი ტილდა სუინტონი ნარნიას ქრონიკების გადაღებების პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ ფილმში თამაში მისი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

"როგორც კი თეთრი ჯადოქრის როლი შემომთავაზეს, გავიხსენე ყველა ვინც ბავშვობაში მამცირებდა და წარმოვიდგინე, როგორ ვყინავდი მათ. ცხოვრებაშიც რომ ეს პერსონაჟი ვყოფილიყავი ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი", - ხუმრობს ტილდა.

ნარნიას ქრონიკები ფენტეზის ჟანრის ფილმების სერიაა, რომელიც მწერალ კლაივ ლუისის ამავე სახელწოდების რომანების სერიას ეფუძნება.

ფილმები სტუდია Walden Media-მ გადაიღო და ამ დროისთვის სულ სამი ფილმი: ნარნიას ქრონიკები: ლომი, ალქაჯი და ჯადოსნური კარადა (2005), ნარნიას ქრონიკები: პრინცი კასპიანი და ნარნიას ქრონიკები: განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა (2010) არის გადაღებული.

კვირას, 14 მაისს, ტელეკომპანია GDS-ზე ჯადოსნურ თავგადასავლების დროა, 16:30 საათზე თქვენ ნარნიას ქრონიკები: ლომი, ალქაჯი და ჯადოსნური კარადა შეგიძლიათ ნახოთ, ხოლო 19:30 საათზე ნარნიას ქრონიკები: პრინცი კასპიანი.