შონდა რაიმსის სერიალი სკანდალი მეშვიდე სეზონის შემდეგ მაყურებელს დაემშვიდობება.

როგორც სერიალის შემქმნელი ამბობს, უკვე დრო იყო სერიალი დასრულებულიყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სერიალის რეიტინგი სეზონიდან სეზონამდე იზრდებოდა, უკვე დრო იყო ოლივიას ისტორია დასრულებულიყო. დარწმუნებული ვარ მაყურებელი ძალიან გაბრაზდება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. მე ძალიან მიყვარს ეს შოუ და ბედნიერი ვიქნებოდი რომ ის გრეის ანატომიის მსგავსად ხანგრძლივი ყოფილიყო, მაგრამ დროა, სკანდალი დასრულდეს", - ამბობს შონდა რაიმსი.

შოუს სიუჟეტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის - ოლივია პოუპის გარშემო ვითარდებოდა. რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან მუშაობდა, თუმცა შემდეგ საკუთარი ანტიკრიზისული სააგენტო შექმნა, რომლის მიზანიც მაღალჩინოსანი და ცნობილი კლიენტების პრობლების აღმოფხვრაა და სკანდალების მიჩქმალვაა.

სერიალი ABC-ის ეთერში 2012 წლიდან გადიოდა.