კარგად მოგეხსენებათ, რომ დემნა გვასალიამ ვარსკვლავების გარდერობები და მოდის მოყვარულების საფულეები დაიპყრო... როგორც ჩანს, მან მოდის სამყაროს მთავარი "ეშმაკის" გულიც მოინადირა.

22 მაისს ნიუ-იორკში გამართულ ბალენსიაგას 2023 წლის კოლექციის ჩვენებას სხვა არაერთ ცნობილ ადამიანთან ერთად ანა ვინტურიც დაესწრო. ინსტაგრამზე დემნას მხარდამჭერი ქართული გვერდის მიერ გავრცელებულ ამ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ უყურებს მოდის ეს მნიშვნელოვანი ფიგურა დემნას და შემდეგ როგორ ხვდებიან ისინი ერთმანეთს.

"მინდა, ვიღაც ისე მიყურებდეს, როგორც ანა უყურებს დემნას", — აწერია ხუმრობით ვიდეოს.

იმასთან ერთად, რომ ანა ვინტური ჟურნალ ვოგის მთავარი რედაქტორი და მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, მას იმითაც იცნობენ, რომ ცნობილი წიგნისა და ფილმის — ეშმაკს აცვია პრადა ანტაგონისტის, მირანდა პრისტლის პროტოტიპია.

თუ ანა ვინტური მართლა ჰგავს თავისი ყოფილი ასისტენტის, ლორენ ვაისბერგერის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში აღწერილ პერსონაჟს, ორმაგად საოცარია, რომ ის ქართველი დიზაინერით ასეთი აღფრთოვანებულია და როგორც ამბობენ, პირდაპირ თვალებში შესციცინებს.