South China Morning Post-ის უწყებით, პეკინის ძიატონგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და გამოცადეს მოწყობილობა, რომელიც "აზრებს კითხულობს". იგი სახელმწიფოს პორნოს ამკრძალავი კანონის აღსრულებაში დაეხმარება. კვლევა ჟურნალში Journal of Electronic Measurement and Instrumentation.

არ მოგესმათ — პორნოგრაფიის ყურება ჩინეთში აკრძალულია, ქვეყანამ კი უკვე არაერთი მიდგომა დანერგა, რომელთა საშუალებითაც ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში +18 შიგთავსს ასკანერებენ და შლიან. ამას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან ერთად, უამრავი პროფესიონალი ცენზორის დაქირავებაც სჭირდება.

ქვეყანაში "პორნოს ოფიციალური შემფასებლის" თანამდებობა არსებობს — ე.წ. "jian huang shi" — რომელსაც უმეტესად ქალები ირგებენ და ინტერნეტში +18 შინაარსის ფოტოებსა და ვიდეოებს ჩხრეკენ. გასათვალისწინებელია, რომ ამით დაკავებული ხალხი თანდათანობით იღლება და პროცესში ცდომილებები ჩნდება — AI ალგორითმებსაც კი არ შეუძლია ყველა +18 სურათის აღმოჩენა, ამიტომაც შიგთავსის მცირე ნაწილი მაინც შეუმჩნეველი რჩება.

მკვლევართა გუნდის მიერ შექმნილი მოწყობილობის მიზანია, ადამიანის ტვინის შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნეტში პორნოს ამოცნობა მეტად ეფექტურად მოხერხდეს.

მოწყობილობა 20-25 წლის 15 მამრობითი სქესის მოხალისეზე გამოცადეს. კანონის შესაბამისად, ტესტირების ფაზაში სურათების "სენსიტიური ნაწილები" დაფარული იყო.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ შიშველი ფოტოსურათი, სხვა ფოტოების ნაკადში თუნდაც ნახევარი წამის განმავლობაში ნაჩვენები, დამკვირვებელში წარბების აწევას იწვევდა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილ ჩაფხუტს ტვინის ტალღებში შეუძლია შენიშნოს ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც +18 შიგთავსის დანახვა იწვევს.

მისი მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია: ჩაფხუტს, რომელსაც "jian huang shi" ირგებდა, შეეძლო, მისთვის უამრავი ფოტოსურათი ეჩვენებინა მანამ, სანამ ტვინის ტალღებში შესაბამისი აქტივობა არ გაჩნდებოდა და შესაბამის შიგთავსს წასაშლელად არ მონიშნავდა.

მეცნიერების განცხადებით, მათი მოწყობილობა საკმარისად დახვეწილია იმისათვის, რომ სხვადასხვა ცენზორის ტვინის ტალღებს მოერგოს და მათში სხვა აქტივობებისაგან გამოწვეული ცვლილებები გაფილტროს.

ტექნოლოგია +18 გამოსახულების გამოჩენისას თითქმის ყოველთვის ამართლებდა, თუმცა რამდენჯერმე შეცდომაც დაუშვა. მისი ჯამური სიზუსტე 80%-ია, რასაც გუნდი ტექნოლოგიის შექმნისას შესაბამისი მასალების ნაკლებობას მიაწერეს.

ამას გარდა, ამოცნობის პროცესში გენდერის როლიც უცნობია. კვლევაში მონაწილე 15 მოხალისიდან ყველა მამრობითი სქესისა იყო, ქალები კი ქვეყანაში ხშირად "jian huang shi-ის" როლს ირჩევდნენ.

უმნიშვნელოვანესი შეკითხვა მაინც იმაში მდგომარეობს, საერთოდ შეიძლება თუ არა ამგვარი მოწყობილობების გამოყენება. მაგალითად, ჩინეთში ზოგიერთი ქარხანა ტვინის სათვალთვალო მოწყობილობებს ან იყენებს თანამშრომლების ყურადღებისა და ემოციების სამეთვალყურეოდ, რათა მათი პროდუქტიულობა გააუმჯობესონ და სამუშაო ადგილას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან დაიცვან თავი. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთში არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც ამგვარი ტექნიკის გამოყენებასა და ინფორმაციის შეგროვებას დაარეგულირებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.