ღარიბაშვილის 8 ციტატა ივანიშვილის სადიდებლად
პრემიერმინისტრმა პარლამენტში წლიური მოხსენების ნაწილი, ტრადიციულად, ოპოზიციის ლანძღვას და ივანიშვილის ქებას დაუთმო. მან მრავალი შეურაცხმყოფელი ფორმით მიმართა ოპონენტებს, საცოდავები, არარაობა და სამკურნალოები უწოდა. ამის ფონზე კი ივანიშვილი უკიდეგანო ქველმოქმედად მოიხსენია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მაშინ, როდესაც ევროკომისიის რეკომენდაციაში ცალსახადაა გაწერილი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ღარიბაშვილი პარლამენტში ოპოზიციას ესხმის თავს, რითიც პოლარიზაციას აღრმავებს.
- სწორედ ამ მიზეზით იცავს ის ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან როგორც ოპოზიციის, ასევე, ევროპელი პარტნიორების კრიტიკის ობიექტია.
- აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს არც პირველი და დიდი ალბათობით, არც ბოლო შემთხვევაა, როცა პრემიერი საპარლამენტო ტრიბუნას ყოფილი პრემიერის სადიდებლად იყენებს.
როგორ შეაქო ამჯერად: ის 8 ციტატა, რომელიც აქ გვაქვს განხილული პრემიერმინისტრმა სულ რაღაც 5 წუთში თქვა.
- "ბატონი ბიძინა ივანიშვილი, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს".
- "ბატონი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას".
- "მათი ჩატანილი ინფორმაციებით, მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, თურმე არის ბატონი ივანიშვილი — კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების, ასე ვთქვათ, თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და აი, ამ მანიაკალური დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი".
- "პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხეელეების ხელფასები, სკოლების, თეატრების, მუზეუმების რეაბილიტაცია, ყველაფერი უკავშირდება ამ ადამიანის სახელს".
ამტკიცებდა იმასაც, საქართველოში დეოლიგარქიზაციის პრობლემა არ გვაქვს და არც გვონია, თითქოს ივანიშვილს ლარი არ უშოვია აქ და პირიქით, სხვაგან გამომუშავებული დახარჯა.
- "კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში".
- "რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული გუნდი, მისი პოლიტიკის გამგრძელებლები. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის".
- "რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მაროიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს".
მეტიც, ივანიშვილი ოლგიარქიაში რომ გაემართლებინა, მაგალითად აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი მოიყვანა.
- "ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტ ობამას ძალიან ბევრი კადრი დაბრუნდა, როგორც თეთრ სახლში, ასევე, სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს იგივეა დაახლოებით, რომ დაბრალოთ ბატონ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა. მთავარი არგუმენტი რაც ამათ აქვთ, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე. უკაცრავად და სააკაშვილის ხალხი ხომ არ იქნება?!"
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები