ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი: ჯარიმა სილქნეტს არაკეთილსინდისიერი აბონენტებისგან იცავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების (საზოგადოებრივი) დამცველი მიიჩნევს, რომ სილქნეტის ხელშეკრულებაში 20 ათას ლარიანი ჯარიმის შესახებ მუხლი კომპანიას იცავს არაკეთილსინდისიერი აბონენტებისგან. ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ ამ შინაარსის განცხადება დღეს, 11 მაისს გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როცა აბონენტი არღვევდა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს, თუმცა, სადავოს ხდიდა სილქნეტის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხს და ითხოვდა კომპანიის სანქცირებას.
"საკითხის შესწავლის პროცესში კი გამოვლინდა, რომ აღნიშნული აბონენტი კომერციული მიზნებით ახდენდა ფიზიკური პირისთვის მისაწოდებელი მომსახურების გადაყიდვას მესამე პირებზე, რაც მოქმედი კანონმდებლობით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობად ითვლება," - აღნიშნავს მომხმარებელთა ინტერესების დამცველი.
ის აღნიშნავს, რომ 2016 წლის შემოდგომაზე სილქნეტმა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენს სააბონენტო ხელშეკრულება წარუდგინა, რომელზეც ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღო. შენიშვნები და რეკომენდაციები შეეხებოდა ხელშეკრულებაში 20 ათას ლარიანი ჯარიმის საკითხსაც.
"კომპანიას უნდა გააჩნდეს თავდაცვის ისეთი მექანიზმი, რომლითაც თავიდან აირიდებს არაკეთილსინდისიერი მომხმარებლის მხრიდან არამხოლოდ საცალო ინტერნეტ მომსახურების მესამე პირებზე გადაყიდვის ფაქტებს, არამედ, მომსახურების ხარისხზე დავის შემთხვევაში სანქცირების რისკს," - აღნიშნავენ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აპარატში.
8 მაისს საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ასოციაციას მიაჩნია, რომ სილქნეტის ხელშეკრულებაში 20 ათასი ლარის დაჯარიმების შესახებ ჩანაწერი არასწორია და უნდა შეიცვალოს. მათი თქმით, სილქნეტის მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, არ გამოირიცხება პაროლის გარეშე WiFi მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში მათი სანქცირებაც, რადგან ესეც მესამე პირისთვის მომსახურების გადაცემაა.
მანამდე, 5 მაისს სილქნეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც უარყო WIFI-ზე პაროლის გამოუყენებლობის შემთხვევაში მომხმარებლის სანქცირება. როგორც კომპანია განმარტავს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა განსაზღვრულია ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც აბონენტის მიერ ხდება მისთვის მიწოდებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემდგომი პირდაპირი თუ ირიბი გადაყიდვა/გადაცემა სხვა პირებისთვის კომერციული მიზნით.
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
კომენტარები