შაილო ჯოლი-პიტი კვლავ მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა ამჯერად მისი ცნობილი მშობლები არაფერ შუაშია. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 16 წლის შვილის მონაწილეობით იუთუბზე საცეკვაო ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა.

ცეკვის ავტორი Millennium Dance Complex-ია, რომელიც მაყურებელს სხვადასხვა ცნობილი მუსიკის ფონზე საცეკვაო ვიდეოებს სთავაზობს. შაილომ კი Doja Cat-ის Vegas-ზე ორ გოგოსთან ერთად იცეკვა, რითაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა და ვიდეო ვირუსულადაც გავრცელდა.

საცეკვაო ვიდეოს კომენტარებში შაილოს ქორეოგრაფიული შესაძლებლობები უამრავმა მაყურებელმა შეაქო და აღნიშნა, რომ ერთ დღესაც ის პროფესიონალი მოცეკვავე გახდება. ამასთანავე, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შაილოს ჩაცმულობასაც მიაქციეს ყურადღება და Beatles-ის შავი მაისური მოიწონეს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შაილომ საჯაროდ იცეკვა. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილი Millennium Dance Complex-ის კიდევ ერთ ვიდეოში იღებს მონაწილეობას, რომელშიც რიანას Skin-ზე იცეკვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შვილის წარმატებით ანჯელინა და ბრედი ამაყობენ, თუმცა მათივე აზრით, შაილოს გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა საცეკვაო კარიერას. მართალია, შაილოს ღიად ამ საკითხის შესახებ ჯერ არ უსაუბრია, თუმცა აშკარაა, რომ ცეკვას საკმაოდ დიდ დროს უთმობს.