გუშინ ქართული ოცნება ამბობდა, რომ აქცია ნაცებისაა, დღეს ცდილობს დაამტკიცოს, რომ იქ მათი მხარდამჭერებიც იყვნენ
მას შემდეგ, რაც 20 ივნისს საქართველოს ევროპული არჩევანის დასაფიქსირებლად რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ იქ მათი მხარდამჭერებიც იყვნენ. ჩვენი დათვლით, პარლამენტთან, დაახლოებით, 100 000 დემონსტრანტი იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პარტია აქტიურად ცდილობდა დაანონსებული აქციის დისკრედიტაციას და მის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებას.
- ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ოცნების" წევრები სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივისტების დაგეგმილი აქციის მასშტაბებს აღიარებენ.
- სავარაუდოდ, ამიტომ ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ იქ მათი მხარდამჭერებიც იყვნენ.
აქციამდე მმართველი პარტია მის ორგანიზატორობას არამხოლოდ ენმ-ს აბრალებდა, არამედ მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ, შესაძლოა, რუსეთიც კი აფინანსებს, დიმიტრი სამხარაძე კი რუსული სპეცსამსახურების დაფინანსებულ აქციას უწოდებდა. აქტიურობდნენ სხვა წევრებიც:
- კალაძე: "ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქცია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი".
- წილოსანი: "სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არაფერი საერთო არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან".
- პაპუაშვილი: "პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა".
აქციის შემდეგ, ქართული ოცნების ნარატივი შეიცვალა. ისინი ენმ-ს ისევ ახსენებენ, თუმცა იბრალებენ, რომ მასშტაბურ აქციაზე მათი მხარდამჭერებიც იყვნენ. მიხეილ ყაველაშვილმა ისიც კი თქვა, რომ მათი დამსახურებაა მოსახლეობის ევროპული მომავლის სურვილი და აქციაზე გამოსული ადამიანების უმრავლესობა.
- დავითულიანი: "იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველია, მათ შორის, პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას".
- ზარქუა: "მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიის მომხრეებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთი მოთხოვნით — ევროპაში, ევროპისკენ, წინ".
- ღუდუშაური: "ძალიან ბევრი იყო ხალხი, კიდევ ერთხელ ვიძახით აქ მთავარი ეს არ არის და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იქნება ქართველი ხალხი იმ აქციაზე, სადაც არის მოწოდება, რომ ჩვენ ევროპისკენ".
- წულუკიანი: "გუშინდელი აქცია, რასაკვირველია, არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურს მთავრობის ჩამოგდება. იქ იყვნენ ადამიანებიც, ვინც მართლაც გულწრფელად მიილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფით ჩვენ, ქართველი ხალხი და სახელმწიფო".
- სერგეენკო: "გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ეს გზა, ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს".
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები