ქართული ოცნების დეპუტატმა პარტიის დამაარსებელზე, ბიძინა ივანიშვილზე დასმული კითხვის პასუხად, ფორმულას დამფუძნებელზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტიის წევრები ჟურნალისტებს მსგავსი რიტორიკით პასუხობენ.

  • არასამთავრობო და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების რიტორიკა მედიაზე ძალადობას ახალისებს.

დეტალები: დეპუტატმა თქვა, რომ ევროკომისიის დასკვნის ერთ-ერთ პუნქტში, სადაც დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი, დავით კეზერაშვილი იგულისხმება.

  • "იგულისხმება თქვენი მფლობელი და დამფინანსებელი".
  • "არცერთ კითხვაზე არ გიპასუხებთ, რომელსაც ასე ლიფტებთან დახვედრით გააკეთებთ".
  • "თქვენ ხართ ის ტელევიზია, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი, ყველაზე საზიზღარი ოლიგარქი".

მანამდე, მესიჯბოქსი, რომ დეოლიგარქიზაციაში ევროკომისია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ დავით კეზერაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.

  • კობახიძემ თქვა, რომ "ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ის ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის".