საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

  • არასამთავრობო და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების რიტორიკა მედიაზე ძალადობას ახალისებს.

ქარტია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

  • ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.

გუშინ TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში მათ ოპერატორს თავს დაესხნენ.

  • მედიის განცხადებით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონთ TV პირველის სარედაქციო პოლიტიკა.
  • საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.