სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კომისიის სათავეში "კონსტრუქციული ოპოზიცია" რომ იყოს პარტნიორებისთვის ძალიან კარგი გზავნილი იქნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.

  • ევროკომისიამ საქართველოსთვის არა სტატუსის, არამედ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც ქვეყანამ კანდიდატობის მიღებამდე უნდა შეასრულოს, მათ შორის, ერთ-ერთია "დეოლიგარქიზაციის" განხორციელება.

დეტალები: ევროკომისიის რეკომენდაციებში მითითებულია, რომ საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე დააკვირდება.

  • ზურაბიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება საქართველო 2022 წლის ბოლომდე წარმატებულად მიიყვანონ.
  • "ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში, დრო არ არის ვიღაცის ლანძღვის, საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს".

არქივიდან: 2021 წლის ბოლოს ზურაბიშვილი შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულებას იღებდა.

  • 10 დეკემბერს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.
  • პროცესს რეალური შედეგი არ მოუტანია.
  • ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი უნდა განაახლოს.