გიგა ბოკერია

17 Jun. 2022, 17:37

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუხედავად ყველაფრის მაინც ელოდა უფრო სწრაფ შედეგს საქართველოსთვის, თუმცა რეალობა რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ამ იმედების საფუძველს სამწუხაროდ არ იძლეოდა. მესმის მათი ემოციის, თუმცა თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს. ამ რეჟიმმა იმ მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა და იმ გზაზე დააყენა, რომელიც შეუთავსებელია არა თუ ევროკავშირის ან ნატოს წევრობასთან, არამედ ზოგადად თავისუფალ სამყაროსკენ სვლასთან. ამ ვითარებაში მაქსიმალურად რეალისტურად კარგი გზავნილი იყო საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. არა თუ კარია ღია ჩვენთვის, არამედ კონკრეტულად შეგვიძლია რომ ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, ეს არის ნატოს წევრობა და მთლიანად თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ოღონდ დღევანდელი ვითარება საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან არის შეუთავსებელი. ეს წერია დიპლომატიურ, პოლიტიკურად კორექტულ ენაზე არ რეკომენდაციაში, იმიტომ რომ ის ტრანსფორმაციული ცვლილებები, რომლებიც ჩამოთვლილი, მათ შორის ერთი განსაკუთრებით ხაზგასასმელია — დეოლიგარქიცაზია შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში. ჩვენ ხელახლა არავინ არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებელია. თუ აღმოჩნდა, რომ საოცრებასთან გვაქვს საქმე და უცებ სავლე პავლედ იქცა, მაშინ ვაღიარებთ ამ ძალიან სასიამოვნო, უზარმაზარ შეცდომას, მაგრამ არ შეიძლება მაგაზე გავთვალოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ და ეს რეჟიმი უნდა შეცვალოთ. ამის შემდეგ თავისუფალი სამყარო ჩვენ, როგორც მათ ბუნებრივ წევრს მიგვიღებს.

მეორე, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს რეჟიმი გააგრძელებს ამ უსინდისო სპეკულაციებს ყველა თემაზე და ერთ ყველაზე ბინძურ მანიპულაციას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმი მიმართავდა, ჩვენ ახლა უნდა დავუსვათ წერტილი, რომ თითქოს თავისუფალი სამყარო საქართველოს ომში ჩართვას მოითხოვდა. "უკრაინა ჩართულია და ახლა თქვენც დაღვარეთ სისხლიო", — ამ უსინდისობაზე საუბრობდნენ, ასევე არ ვიცი რას ახდის ფარდას ეს სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი. მოლდოვას აძლევენ კანდიდატის სტატუსს, რომელიც ომში არ არის ჩართული. ეს არის პირდაპირ ფაქტობრივი პასუხი ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც შესაძლოა მოტყუვდეს ამ პროპაგანდის ნიაღვრით.

ეს რეჟიმი და ჩვენი თავისუფალი, ღირსეული მომავალი ნატოში, ევროკავშირსა და თავისუფალ სამყაროში არის შეუთავსებელი. რაც არ უნდა თქვან გადაკეთებულად ან შეარბილონ ტონი, არ უნდა მოვტყუვდეთ. რაც აქ წერია ჩამონათვალში, სასამართლო დამოუკიდებლობა, მედია -პლურალიზმი, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოპყრობა, უმცირესობების მიმართ მოპყრობა, აღსანიშნავია რომ ორგანიზებული დანაშაული და კორუფციაა გამოყოფილი, ამ ყველაფრის გარეშე ხომ ივანიშვილის რეჟიმი არ იქნებოდა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ბევრი მოქალაქე დავარწმუნოთ იმაში, რომ მხოლოდ ამ გზით შევძლებთ სამშვიდობოს გაღწევას და არავითარ შემთხვევაში არ შევტოპოთ ხელახლა იმ ჭაობში — "აბა ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს", ეს იქნება ხელახლა თავის მოტყუება და შესაძლოა არა მარტო ამ კონკრეტულ მომენტში გაშვებული შესაძლებლობა, რაც დასანანია, არამედ კიდევ გაგრძელდება ეს ფანჯარა რაღაც პერიოდი და შეიძლება მთლიანად დავკარგოთ ეს შესაძლებლობა თუ ეს ხელისუფლება არ მოვიშორეთ მშვიდობიანად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…