როდესაც მასიური ვარსკვლავი კვდება, ეს მშვიდად არ ხდება. ვარსკვლავის სიკვდილი დიდი აფეთქებით სრულდება. აქედან წარმოქმნილი შუქი შორეულ კოსმოსამდეც აღწევს. დიახ, ამას სუპერნოვას აფეთქება ჰქვია და აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენები ძალიან შორს და სწრაფად იტყორცნება. ამავდროულად, ვარსკვლავის ბირთვი, კვლავ რჩება და ის შეიძლება იქცეს ულტრა მკვრივ ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად.

თუ ეს აფეთქება ხდება, ისიც შესაძლებელია, რომ დარჩენილმა ბირთვმა კოლოსალური სიჩქარით მოძრაობა დაიწყოს. და აი ისიც, მეცნიერებმა ერთ-ერთი ასეთი ციური ობიექტი აღმოაჩნეს, რომელიც ჩანდრას ობსერვატორიაში შეისწავლეს. იმპულსური ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპი, რომელიც ცნობილია როგორც პულსარი, გასაოცრად დიდი სიჩქარით მოძრაობს. ის წამში 612 კილომეტრს ფარავს. ეს საათში 2,3 მილიონი კილომეტრია.

ეს ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ობიექტია, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. თუმცა, არსებობენ კიდევ უფრო სწრაფი ვარსკვლავები. ჩვენს გალაქტიკაში არის ვარსკვლავი, რომელიც სუპერმასიური შავი ხვრელის Sgr A*-ს გარშემო ბრუნავს. აი მისი სიჩქარე კი მთლად გაგაოცებთ, ეს 24 000 კილომეტრია წამში. თუმცა, ის არ არის პულსარი.

რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ პულსარს:

"ჩვენ პირდაპირ ვნახეთ პულსარის მოძრაობა რენტგენის სხივებში, რისი გაკეთებაც მხოლოდ ჩანდრას ძალიან მკვეთრი ობსერვატორიიდან შეიძლება. იმის გამო, რომ ის ძალიან შორსაა, მისი დაფიქსირება რთული იყო", — თქვა ასტროფიზიკოსმა სი ლონგმა ჰარვარდისა და სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან (CfA).

აღმოჩენა განხორციელდა მანათობელი სუპერნოვას ნარჩენის დათვალიერებით, რომელიც ჩვენგან 20 000 სინათლის წლის მანძილზეა. სწორედ აქ აღმოჩნდა პულსარი, სახელად G292.0+1.8.

შედარებამ გამოავლინა რაღაც ძალიან საინტერესო: მკვდარი ვარსკვლავი, როგორც ჩანს, 30 პროცენტით უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე წინა შეფასებით იყო ნავარაუდები.

ძირითადად, ცალმხრივ აფეთქებას შეუძლია მკვდარი ვარსკვლავის დარჩენილი ბირთვი კოსმოსში უკიდურესად მაღალი სიჩქარით გასტყორცნოს. კონკრეტულ შემთხვევაში ის მსგავსი ბირთვისთვისაც ძალიან სწრაფია.

სინამდვილეში, მისი სიჩქარე წამში 612-ზე მეტიც შეიძლება იყოს. ამის ზუსტად დასადგენად მეცნიერებს შემდგომი დაკვირვებები სჭირდებათ.

"ეს პულსარი დაახლოებით 200 მილიონჯერ უფრო ენერგიულია, ვიდრე დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო. როგორც ჩანს, მან მიიღო პირველადი ძლიერი დარტყმა მხოლოდ იმიტომ, რომ სუპერნოვას აფეთქება ასიმეტრიული იყო", — თქვა ასტროფიზიკოსმა პოლ პლუცინსკიმ CfA-დან.

გუნდის კვლევა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 240-ე შეხვედრაზე, მიღებულია The Astrophysical Journal-ში და ხელმისაწვდომია arXiv-ზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.