უკრაინა-მოლდოვასთვის სტატუსი, საქართველომ ჯერ პირობები უნდა შეასრულოს — კომისიის რეკომენდაცია
ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა პირობებით. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე გარკვეული პირობები შეასრულოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, ევროკომისიის მსგავსი რეკომენდაცია აძლიერებს განცდას, რომ საქართველომ შესაძლოა, ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი;
- ამის პარალელურად, სტატუსის შესახებ საქართველოს გამიჯნულად ახსენებენ ევროპელი ლიდერებიც. ემანუელ მაკრონის თქმით, ჩვენი ქვეყანა "გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა".
ურუსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებასა და პოტენციალს, რასაც მოლდოვა-უკრაინა და მის აპლიკაციას აქვს ძალა.
- თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისთვის.
- "ამიტომ ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მიეცეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დავბრუნდეთ, რათა შევაფასოთ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რამდენად აკმაყოფილებს მთელ რიგ პირობებს".
რა თქვა უკრაინაზე: ლაიენის განცხადებით, აქვთ "ნათელი შეტყობინება" უკრაინისთვის, რომ იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.
- "დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ, როგორც კანდიდატ ქვეყანას. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი შრომა გაიწია, თუმცა ასევე, ბევრი საქმე რჩება გასაკეთებელი".
რა ხდებოდა მანამდე: ევროკავშირმა მალე სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა რამდენიმე დღეა, საქართველოს მიმართ კითხვის ნიშნები დაისვა.
- 9 ივნისს იყო ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია, სადაც მედიაგარემოსა და მთავრობის დამოკიდებულებაზე ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს;
- იმავე დღეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოზე მუშაობისკენ მოუწოდებენ.
- ამას საერთაშორისო მედიებში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები მოყვა, სადაც საქართველოს შესახებ განსხვავებული მოსაზრებები იკვეთება.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომავალი კვირის ბოლოს მიიღებენ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები