დაიწყე შენი აივნით. შეცვალე ხედი
როცა პეკინის გამზირზე, ბახტრიონის ქუჩის კუთხეში მდებარე ძველ სახლს ჩაუვლით ქვეშ აფთიაქით, სახლს, რომელიც თითქოს, უხსოვარი დროიდან აქ დგას, ზევით ახედვა არ დაგავიწყდეთ – ღირს. სახლი სულ ცოტათი, მაგრამ მაინც, თავის თავს აღარ ჰგავს. პირველიდან ბოლო სართულამდე, ყოველი მხრიდან, აივნებზე ქოთნებია გადმოკიდებული. სუროს სიხასხასეს, ლავანდის სურნელს და პეტუნიების სიყვითლეს ქვემოდან კარგად ვერ არჩევ, მაგრამ ფაქტია – ხედი შეცვლილია. ურბანული პრობლემებით გადაჭედილ თბილისში ეს ცხადია ზღვაში წვეთია. თუმცა „ინდიგომ“ გადაწყვიტა, სწორედ ზღვაში წვეთით დაიწყოს – შეცვალოს თუნდაც ერთი სახლის ფასადი და ასეთივე ცვლილებების დასაწყებად, ჟურნალში ჩადებული ყვავილების თესლების სახით, შანსი მკითხველსაც მისცეს.
„დაიწყე შენი აივნით“, „შეცვალე ხედი“ – ყვავილებისა და ცვლილებების ეს ახალი კამპანია თბილისში ამ სლოგანებით მიმდინარეობს და ის „ინდიგოსა“ და კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. „ლისი დეველოპმენტი“ წლებია ზრუნავს გარემოსა და ეკოლოგიურ სისუფთავეზე. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ლისის ტბის გარშემო კომპანიის მიერ 10 ათასზე მეტი ხეა დარგული. წინა წლიდან „ლისი დეველოპმენტმა“ უკვე აქტიურად დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის აღება და ძალიან მალე შემოგვთავაზებს სიახლეებს ამ მიმართულებით. ამ შემთხვევაში, პროექტში ჩასართავად სწორედ იდეური თანხვედრა იყო გადამწყვეტი, გარეგნულ, საინტერესო ფორმასთან ერთად: „კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში ჩართვა, რადგან სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, განსაკუთრების ბოლო ორი წელია. ჩვენი მთავარი კონცეფციაა 80/20-ზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კუთვნილი ტერიტორიის 80%-ს ყოველთვის ვიყენებთ გამწვანებისთვის, პარკებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვის და მხოლოდ 20%-ს ვუთმობთ მშენებლობას. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ქალაქზე ზრუნვას და ეკოლოგიის გაუმჯობესებას ეხება“, – ამბობს „ლისი დეველოპმენტის“ მარკეტინგის დირექტორი, მარიამ ოსეფაშვილი.
#19 „ინდიგოს“, რომელიც მაისის ბოლომდე გაიყიდება, მოჰყვება რამდენიმე სხვადასხვა ყვავილის თესლი შესაბამისი ინსტრუქციით, რაც ნებისმიერ მსურველს ყვავილების დათესვას გაუადვილებს. ამ პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღია და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბოტანიკურ ბაღში დაცული ყვავილები ქალაქში ასე მასობრივად ვრცელდება.
„ინდიგოს“ დამფუძნებლისა და გაყიდვების დირექტორის, თინა ოსეფაშვილის თქმით, ეს მხოლოდ საპილოტე კამპანიაა. „ინდიგო“ კი უკვე ახალი სახლის არჩევას იწყებს ცვლილებების მუხტისა და ყვავილების გასავრცელებლად და კამპანიის დახვეწასა და განვითარებაზე ფიქრობს. მხოლოდ გამომცემლობა, მხოლოდ ბეჭდური ჟურნალი „ინდიგო“ თავიდანვე არ ყოფილა, თუმცა მისი მთავარი იდეა – გაიშალოს და შეხვდეს ადამიანებს სამ სხვადასხვა პლატფორმაზე – ბეჭდურ, ონლაინ და რეალურ სივრცეში – ასე მასშტაბურად პირველად სწორედ ამ კამპანიით ხორციელდება.
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
კომენტარები