ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა 2021 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებში მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს ციხეების მართვის სისტემა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

  • პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს დაწესებულებებს შიგნით ძალადობასა და უთანასწორო მოპყრობაზე ბევრჯერ უსაუბრიათ.

დეტალები: ანგარიშში საუბარია პატიმრებს შორის არაფორმალური იერარქიის არსებობაზე. მათი დაკვირვებით, ყველა ციხეში, სადაც დელეგაცია იმყოფებოდა, ჩანდა უთანასწორობა, როდესაც ზოგიერთ პატიმარს უფრო კომფორტული საკანი ჰქონდა, სხვებთან შედარებით.

  • დოკუმენტში წერია, რომ დელეგაციის წევრებს უკანონო ფონდის, ე.წ. ობშიაკის არსებობის შესახებ ბევრმა პატიმარმა დაუდასტურა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პატიმარს დელეგაციასთან საუბრის ეშინოდა, ზოგიერთმა მათგანმა მათ უთხრა, თანამესაკნეების მხრიდან შეურაცხყოფასა და მუქარაზე.
  • რუსთავის #17 დაწესებულებაში ვიზიტისას დელეგაცია მოწმე გახდა ჩხუბის შედეგად პატიმრის ჰოსპიტალიზირებისა.
  • კომიტეტი, ასევე, მიუთითებს შემთხვევაზე, როდესაც მასობრივი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი პატიმარი დაიღუპა.

რა წერია ციხის პერსონალზე: ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას ციხეების პერსონალის მხრიდან პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობების შემთხვევები არ დაუფიქსირებიათ.

  • მათივე დაკვირვებით სამივე პენიტენციურ დაწესებულებაში პერსონალის რიცხვი მნიშვნელოვნად მცირეა იმისათვის, რომ სრული კონტროლი გახდეს შესაძლებელი.

სად და როდის ჩატარდა კვლევა: ანგარიშში აღნიშნულია, რომ დელეგაციამ გეგუთის #14, ქსნის #15 და რუსთავის #17 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტები 2021 წლის 17-21 მაისს ჰქონდა.