როგორც იცით, 27 აპრილს, ნასას კოსმოსურმა ხომალდმა Cassini-მ სატურნსა და მის რგოლებს შორის წარმატებით ჩაიფრინა. ეს ჩაფრენა Cassini-ს მისიის დასასრულის ერთ-ერთი ფაზაა.

ამ ჩაფრენის დროს, კასინიმ, ფოტოებთან ერთად, აუდიო მასალაც გამოგზავნა.

ამ აუდიოში სივრცეში არსებული ხმები ისმის, რომელიც Cassini-ს რადიო და პლაზმური ტალღების ინსტრუმენტმა ჩაიწერა.