სულ ცოტა ხნის წინ ტომ ჰიდლსტონმა თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჭორებს ბოლო მოუღო და დაადასტურა, რომ ინგლისელ მსახიობ ზავი ეშტონზე დაინიშნა.

მათ ერთმანეთი 2019 წელს ბროდვეის შოუ Betrayal-ში მონაწილეობისას გაიცნეს და მას შემდეგ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდნენ. საჯაროდ პირველად 2021 წელს გამოჩნდნენ Tony Awards-ის წითელ ხალიჩაზე.

ტომ ჰიდლსტონი და ზავი ეშტონი 2021 წლის Tony Awards-ზე.

ფოტო: Getty Images

ჯერ კიდევ გასულ მარტს გავრცელდა ჭორები ამერიკულ მედიაში, რომ წყვილი დაინიშნა და აი, მხოლოდ ახლა დადასტურდა ოფიციალურად, რომ ეს ნამდვილად ასეა: "ძალიან ბედნიერი ვარ", — Los Angeles Times-თან ინტერვიუში ტომ ჰიდლსტონმა მხოლოდ ასე ლაკონიურად აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი ამბავი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მომღერალ ტეილორ სვიფტთან მცირეხნიანი ურთიერთობის შემდეგ ჰიდლსტონმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თავის პირად ცხოვრებას გასაჯაროებისგან იცავს, რადგან "მანამდე არ იცოდა, რომ ამას მოფრთხილება სჭირდებოდა".

ტომ ჰიდლსტონი და ზავი ეშტონი BAFTA-ს 2022 წლის დაჯილდოებაზე.

ფოტო: Vianney Le Caer/Invision/AP