რუს ბლოგერს რამდენიმე დღეა საქართველოში არ უშვებენ — რა ხდება
რუს ბლოგერს, ინსა ლანდერს საქართველოში არ უშვებენ. ფონდის, თავისუფალი რუსეთის ხელმძღვანელი, იგორ კუროპტევი ფორმულასთან აცხადებს, რომ მას არ აქვს წყალი, საჭმელი და სძინავს სკამზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბლოგერს რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კუროპტევის ცნობით, ის გაიქცა და რუსეთის საზღვარი გადმოლახა.
- "რუსეთში დაბრუნება რომ სცადოს, მაშინვე საზღვარზე დაიჭერენ და მრავალი წლის გატარება მოუწევს ციხეში. მიმართა ყველა სამინისტროს, მაგრამ არავინ გამოეხმაურა", — თქვა მან.
ვინ არის ინსა ლანდერი: OVD Info-ს ცნობით, რუსი ბლოგერი თვეების განმავლობაში გამოძიებას ატარებდა ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაჟონვაზე.
- წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ტერორისტული საქმიანობისთვის დახმარებისთვის ედება, თუმცა OVD Info-ს განცხადებით, რეალურად გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს.
- ლანდერს შინაპატიმრობა 2022 წლის თებერვალში შეუფარდეს. მედია მასზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ცდილობდნენ და თუ დანაშაულს აღიარებდა, გაათავისუფლებდნენ.
შსს ამბობს, რომ რუს ბლოგერს საქართველოში შემოსვლაზე უარი 12 ივნისს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა.
- "ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით";
- "მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა".
ბრალდება: როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ინსა ლანდერზე დაყრდნობით წერს, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. სამაჯური და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას.
- "აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშაულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა".
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან.
- შსს ამბობს, რომ თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით.
ადგილზე ჩავიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. როგორც ომბუდსმენის აპარატში On.ge-ს განუცხადეს, რუსეთის მოქალაქესთან შეხვედრა ვერ მოხერხდა და გრძელდება საქმის შესწავლა.
ლიეტუვა მზადაა, რომ ინსა ლანდერი ვილნიუსში გადაიყვანოს. ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ისაუბრა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები