ცოტა ხნის წინ მოდის ცნობილმა სახლმა Emporio Armani-მ თავისი 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ახალი კამპანიისთვის ვიდეორგოლი და ფოტოები გადაიღო, რომელშიც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობს.

თითქმის ერთწუთიანი ვიდეოში არა მხოლოდ მოდელები პოზირებენ Emporio Armani-ის სამოსით ახალი კოლექციიდან, არამედ კამპანიას ოთხფეხა მონაწილეებიც ჰყავს, რაც მთელ ვიდეოს განსაკუთრებით სახალისო განწყობას სძენს.

სარეკლამო რგოლი მატილდა გვარლიანის კადრით იწყება და მთელ ვიდეოში კიდევ არაერთხელ ჩნდება თავისი მომხიბვლელი ღიმილით:

მოდის სახლის ოფიციალური ინფორმაციით, ახალი კამპანია სწორედ ძაღლებს ეძღვნება:

"ეს სიყვარულის წერილი ადამიანის საუკეთესო მეგობარს ეძღვნება, რომელიც სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში და ყოველ მომენტს ჩვენთან ერთად იზიარებს — ყველა ზომისა და ჯიშის ძაღლებს, ამაყ, საყვარელ და სასაცილო არსებებს".

ვიდეოსთან ერთად კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა იმ ფოტოსესიის კადრებიც, რომლებშიც სხვა მოდელებთან ერთად მატილდა გვარლიანიც პოზირებს კამერის წინ ძაღლებთან ერთად.

ფოტო: EMPORIO ARMANI / Gregory Harris

ფოტო: EMPORIO ARMANI / Gregory Harris

ფოტო: EMPORIO ARMANI / Gregory Harris