რეჟისორი სტივ მაკქუინი თუფაქ შაკურის ცხოვრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.

მაკქუინის ფილმმა 12 Years a Slave 2014 წელს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. თუფაქზე გადაღებულ ფილმზე სტივი ჯეისონ ჯექსონთან და ნაიჯელ სინკლერთან ერთად იმუშავებს.

თუფაქ შაკური ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი იყო, რომელიც ჟურნალმა Rolling Stone, ისევე როგორც ბევრმა სხვა გამოცემამ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

"ძალიან რთული სამუშაოა, ვესაუბრები მის ნაცნობებს, მეგობრებს, ოჯახს და ეს იმდენად საინტერესო მასალაა, რომ დამიჯერეთ, სულ მალე მთელი მსოფლიო ამ ნიჭიერი ადამიანის შესახებ ყველაფერს გაიგებს", - ამბობს მაკქუინი.

1996 წლის 7 სექტემბერს რეპერი ლას-ვეგასში, ფლამინგო-როუდის და კოვალ-ლეინის გზაჯვარედინზე ჩაცხრილეს. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში, ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.