ტრანსგენდერი ქალები ფორმულასთან ყვებიან, რომ მათ თავს ტრანსფობიური ნიშნით 20-მდე კაცი დაესხა.

რას ამბობს შსს: უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სიძულვილით მოტივირებული და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის დროს, ხშირ შემთხვევაში, გამოძიება იწყება მხოლოდ ძალადობის მუხლით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლები არსებობს.

  • საქართველოში ლგბტ ადამიანები ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო არაერთ პრობლემას აწყდებიან. მათზე ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ემუქრებიან, ხელს უშლიან დასაქმებაში, ყოველდღიურად ხდება დისკრიმინაცია.

ამბავი არქივიდან: ეს საქართველოში თემის წევრებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 29 მაისს ჩუღურეთში დაესხნენ თავს ტრანსგენდერ ქალებს.