მიმდინარე წლის მაისში საქართველომ რეკორდული მოცულობის ფულადი გზავნილი მიიღო. უცხოეთიდან 505,7 მილიონი დოლარია გადმორიცხული.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ფულადი გზავნილები საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

  • უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეხმარება.
  • უცხოური ვალუტის შემოდინება ლარის სიმყარესაც უწყობს ხელს.

დეტალები: მაისში ფულადი გზავნილების უდიდესი წილი რუსეთზე მოდის. ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წლიურად 889%-ით არის გაზრდილი. ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

  • რუსეთი — $313,9 მილიონი;
  • იტალია — $36,8 მილიონი;
  • აშშ — $27,8 მილიონი;
  • ყაზახეთი — $20,8 მილიონი;
  • საბერძნეთი — $20,3 მილიონი.

კონტექსტი: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოიმატა.

  • სავარაუდოდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტებიც.

რიცხვებში: 2022 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ უცხოეთიდან 1,36 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო, რაც წლიურად 54,3%-იან ზრდას ნიშნავს.

  • ამასთან, მიმდიანარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთში $128 მილიონია გადარიცხული — ეს მონაცემი წლიურად 14,7%-ით არის გაზრდილი.