მერილინ მონროს კაბის ახალი ფოტოები გავრცელდა — კიმს მის დაზიანებას აბრალებენ
მიუხედავად იმისა, რომ მეთ გალა რამდენიმე თვის წინ გაიმართა, ჯერ კიდევ არ წყდება მასზე საუბარი. ამის მიზეზი კი კიმ კარდაშიანი და ღონისძიებისთვის მის მიერ შერჩეული მერილინ მონროს ნამდვილი კაბაა, რომელიც მან მუზეუმიდან ითხოვა. ჟან ლუისის კაბა მერილინს 1963 წელს Happy Birthday, Mr. President-ის სიმღერის დროს ეცვა.
ამ ფაქტმა საზოგადოების უკმაყოფილება რამდენიმე მიზეზის გამო გამოიწვია. ექსპერტები საჯაროდ გამოეხმაურნენ კიმის გადაწყვეტილებას და აღნიშნეს, რომ კარდაშიანმა მნიშვნელოვან ექსპონატს საფრთხე შეუქმნა, სხვა ვარსკვლავებს კი ცუდი მაგალითი მისცა. თუ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ექსპერტები არ ცდებოდნენ.
მერილინ მონროს ნივთებისა და არქივების ყველაზე დიდი კერძო კოლექციის ოფიციალური ინსტაგრამგვერდი ავრცელებს ფოტოებს, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ მეთ გალას შემდეგ კაბა დაზიანებულია. კერძოდ, ქსოვილი გაწელილია, კაბას კი ძვირფასი თვლები აკლია.
მერილინ მონროს კოლექციის წარმომადგენლებმა ინსტაგრამზე კაბის დაზიანებაში კიმთან ერთად მუზეუმი Ripley’s Believe It or Not-იც დაადანაშაულეს, რადგან სწორედ მათ მისცეს კიმს კაბის ჩაცმის უფლება, თანაც საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კაბას საფრთხე არ ემუქრებოდა. კიმ კარდაშიანსა და მუზეუმის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
სოციალურ ქსელებში კიმ კარდაშიანს და მუზეუმს საზოგადოებაც აქტიურად აკრიტიკებს. მათ შორის კაბის ესკიზის შემქმნელი ბობ მაკიცაა, რომლის თქმითაც, კაბა მერილინის გარდა არავის არ უნდა ჩაეცვა.
"ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იყო. მერილინი ქალღმერთი იყო. შეშლილი ქალღმერთი, მაგრამ მაინც ქალღმერთი. ის გასაოცარი იყო. კაბა მისთვის შეიქმნა. მის გარდა ის არავინ უნდა ჩაიცვას", — განაცხადა ბობ მაკიმ.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც კიმ კარდაშიანი მეთ გალაზე გააკრიტიკეს. კიმმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ კაბის მოსარგებად 3 კვირაში მკაცრი დიეტით 7 კგ დაიკლო. ამ განცხადებამ საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან, მათი თქმით, კიმი სხვებს არაჯანსაღი და სიცოცხლისთვის საშიში ცხოვრების წესისკენ უბიძგებდა, წონასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამყარებდა და კვებითი აშლილობის მქონე ადამიანების მდგომარეობასაც აუარესებდა.
მოგვიანებით კიმი წონის დაკლებაზე კომენტარებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არაჯანსაღი არაფერი გაუკეთებია:
"გამოდის, რომ კრისტიან ბეილს წონის დაკლება ფილმისთვის შეუძლია და ეს მისაღებია. რენე ზელვეგერმაც კი მოიმატა წონაში როლისთვის. ეს ჩემთვისაც იგივეა. მე არ მითქვამს, მოდით, ყველამ მოკლე დროში წონაში დაიკელით-მეთქი. არაჯანსაღი არაფერი გამიკეთებია", — განაცხადა კიმმა.
ამავე თემაზე:
- კიმ კარდაშიანმა მეთ გალაზე მერილინ მონროს 1962 წლის კაბა მოირგო
- კიმ კარდაშიანმა მეთ გალასთვის 3 კვირაში 7 კგ-ის დაკლების გამო კრიტიკა დაიმსახურა
- სავარაუდოდ, კიმ კარდაშიანს Met Gala-ზე ქურქი იმიტომ ეცვა, რომ კაბა ბოლომდე არ ეკვრებოდა
- კიმ კარდაშიანმა მერილინ მონროს მეორე კაბაც ჩაიცვა, რომელიც, მისი თქმით, არ მოუხდა
- მერილინ მონროს კაბა კიმ კარდაშიანს არ უნდა ჩაეცვა — კაბის ესკიზის შემქმნელი
- კიმ კარდაშიანი მეთ გალასთვის 7 კგ-ის დაკლებაზე კრიტიკას ეხმაურება
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები