მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ, "მამაენის" თამაშით აღინიშნება
19 ივნისის, ანუ მამის დღის აღსანიშნავად მამებისა და შვილებისთვის, დაგეგმილია გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა".
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება.
ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში, მზიურის პარკში, მამებისა და შვილებისთვის, დაგეგმილია გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა", რომელიც აგებულია განძის ძიების მეთოდოლოგიაზე. მამებმა და შვილებმა ერთობლივი ძალებით უნდა მოძებნონ პარკში დამალული მინიშნებები და საბოლოოდ, მიაგნონ თამაშის მთავარ გასაღებს.
თამაშში მონაწილეობის მისაღებად შვილების ასაკი განსაზღვრულია 10-დან 12 წლის ჩათვლით. ღონისძიების დაწყებამდე მამებსა და შვილებს მიენიჭებათ უნიკალური ნომერი, რომელიც თან უნდა ჰქონდეთ თამაშის დასრულებამდე. მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა" გამოავლენს ორ გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც გადაეცემათ საგზური ახალი საზაფხულო თავგადასავლების აღმოსაჩენად კახეთში, მთელი ოჯახისთვის. ასევე, გამარჯვებული გუნდები მიიღებენნ კამპანიის მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზებს.
"მოხარული ვართ, რომ მამის დღე უკვე ტრადიციად იქცა და მას მამები და შვილები, ოჯახები, ერთად აღნიშნავენ. მამის დღის ინიცირებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, მათ ცხოვრებაში მამების ჩართულობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა, რადგან გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიმართ — წელს კერძო სექტორი გამორჩეულად აქტიურად გვიჭერს მხარს მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში", — აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
მამის დღესთან დაკავშირებული გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა" ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთაავრობის ფინანსური ხელშეწყობით. მისი შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაციის "ვიზრუნოთ ერთად" პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ ასახავდეს შვედეთის მთავრობის ხედვას.
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის: "კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში" თანახმად, ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა ჯერ კიდევ რჩება მეტწილად მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად. როგორც წესი, ბავშვებს საფენებსა და ტანსაცმელს დედები უცვლიან, თუმცა გარკვეული აქტივობები ორივე მშობელს თანაბრად აქვს განაწილებული; მაგალითად, ბავშვის ექიმთან წაყვანა, მასთან თამაში, საუბარი მის პირად პრობლემებზე, სკოლაში ტარება.
კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე პროგრამების "გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის" და "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" მხარდაჭერით.
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით — ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები