ილონ მასკი აპრილში ტვიტერთან მოლაპარაკებების შემდეგ პირველად შეხვდება კომპანიის თანამშრომლებს. მულტიმილიარდელი მზადაა შეხვედრაზე ტვიტერის გუნდის დასმულ კითხვებს პასუხები გასცეს.

მასკი ტვიტერს აფრთხილებს, რომ კომპანიის ყიდვას გადაიფიქრებს, თუკი არ მიიღებს მონაცემებს პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ.

ღონისძიება თანამშრომლებისათვის მიწერილი მეილით დაანონსა ტვიტერის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პარაგ აგრავალმა. აგრავალმა განაცხადა, რომ თანამშრომლებს წინასწარ შეეძლებათ მასკისათვის შეკითხვების გამზადება.

ცოტა ხნის წინ, მასკმა დააფიქსირა, რომ შეიძლება ტვიტერთან გარიგება სულაც გააუქმოს, ვინაიდან მას არ აწვდიან ინფორმაციას პლატფორმის იუზერების შესახებ. მან შესაბამის ორგანოებს წერილითაც კი მიმართა — მისი აზრით, მას ეკუთვნის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ტვიტერზე ყალბი ანგარიშების დათვლაში დაეხმარება.

წერილმა ოფიციალური სახე მისცა დავას, რომელიც უკვე კვირებია ჩუმად მიმდინარეობს და უზარმაზარ გარიგებას ჰაერში ტოვებს.

ანალიტიკოსების აზრით, მასკი შესაძლოა ამ პრობლემას ფასის შესათანხმებლად, ანდაც სულაც გარიგების მისატოვებლად იყენებდეს. როდესაც აგრავალმა სცადა დაეცვა ტვიტერის სისტემა, რომლითაც ყალბი ანგარიშების იდენტიფიცირება ხდება, მასკმა მას განავალის ემოჯით უპასუხა.

კომპანიის აქციები ამჟამად 37.03$ ღირს, რაც მასკის მიერ შეტავაზებულ 54.20$ გაცილებით ნაკლებია.