მთავარი არხის ფინანსური პრობლემები აქვს. როგორც ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, დაიხურა ვაშლიჯვრის ოფისი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მთავარი არხი კრიტიკული მედიაა, რომელიც აქტიურად აშუქებს პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

  • სასამართლომ არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარას დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ განაჩენი კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებს ვერ პასუხობს.
  • მედიის მხრიდან ეს აღქმულია, როგორც კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა.

რა ხდება: მთავარი არხი შედგებოდა სამი ოფისისგან — ჩუბინაშვილის, ბენტლის შენობის და ვაშლიჯვრის. დაიხურა ვაშლიჯვრის ოფისი, საიდანაც გადიოდა გადაცემები: შენი დილა, ექიმები, სხვა ნანუკა, ვანო ჯავახიშვილისა და ლელა წურწუმიას.

  • გადაცემების ნაწილს სტუდიის გარეთ მუშაობაც შეუძლია და სპონსორებს მათი შენახვის რესურსი აქვთ.
  • როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, დროებით დაიხურა ვანო ჯავახიშვილის და მისი გადაცემა.
  • წამყვანის თქმით, დეზინფორმაციაა, თითქოს ოქუაშვილმა შენობიდან გამოუშვა.

სტუდიებს გარეთ, უკვე მუშაობს შენი დილა და ლიტერატურული სამკუთხედი.

  • შენი დილას წამყვანების განცხადებით, ფინანსური მდგომარეობის გამო, ვეღარ ქირაობდნენ იმ აპარატურას, რაც სჭირდებოდათ.

მთავარი არხის დასახმარებლად, შეიქმნა ფონდი, სადაც პირველი თანხა, რუსთავი 2-ის დამფუძნებლმა, დავით დვალმა შეიტანა.

  • ანგარიშის ნომრების ნახვა შეგიძლიათ აქ.