საგურამოს სათავე ნაგებობაზე სტიქიით გამოწვეული მოვლენების გამო თბილისის ნაწილს 23:00 საათიდან 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც თბილისში საგურამოს დატბორვის შედეგად ქალაქის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა. იგივე ერთი კვირის წინაც მოხდა.

რომელ უბნებს ეხებათ შეფერხება: GWP-ის ცნობით, წყალმომარაგება ეზღუდებათ გლდანისა და საბურთალოს რაიონის ქუჩებს.

  • ქუჩების სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.