შინაგან საქმეთა სამინისტროში ტყიბულში მუშების დაღუპვას ოფიციალურად არ ადასტურებენ, რადგან მათი სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდიანრეობს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ადამიანი უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ფეისბუკზე წერს, რომ, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო 4 მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა.

რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავას ცნობით, სიმაღლე 400 მეტრია. ლეჟავა ვარაუდობს, რომ მუშები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.