ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ, ძველი პრობლემების გადასაჭრელად ახალ-ახალი გზები გამოიგონონ. გამონაკლისი არც შვედეთის ქალაქი მალმეა, რომლის ქუჩების სისუფთავესაც ორი სექსუალურად მოლაპარაკე ნაგვის ურნა უზრუნველყოფს.

"ზუსტად ეგრე, ხო!", "მალე დაბრუნდი და კიდევ გავიმეოროთ", — ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქვეითები ურნებში ნაგვის ჩაყრისას ისმენენ.

"ეს წინადადებები ჩვენი ახალი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია, ადამიანებმა ყველაზე ბინძურ რამეზე — დანაგვიანებაზე ისაუბრონ. ამიტომ გთხოვთ, მიდით და აჭამეთ ურნებს მეტი ნაგავი", — მოუწოდა ქალაქის წარმომადგენელმა მოქალაქეებს.

მართალია, მალმეს ქალაქებში მოლაპარაკე ურნები პირველად 2017 წელს დადგეს, თუმცა მაცდურად მოსაუბრე ურნები ნამდვილად სიახლეა. ეკომეგობრული ქალაქის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ ინიციატივით, მეტი ადამიანი მოუფრთხილდება გარემოს — თუნდაც მაცდური ურნების ქების მოსმენის ხათრით.