ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან ერთად, დროა სახელმწიფო უწყებების სანქცირებასაც ითხოვს. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატის სტატუსის შესახებ გაკეთებული კომენტარები ღიად მოღალატეობრივია.

ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიები პარტნიორებთან ერთად 2 საკითხზე — სანქციების დაწესებასა და ქართველი ხალხის ნების გამოხატვაზე იმუშავებენ.

"გუშინ ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება — ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ რომ ნელ-ნელა პროცესი რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე რომ ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს — ევროპულ პერსპექტივას", — თქვა ხოშტარიამ.

დროას ლიდერმა ისაუბრა, რომ სანქციები უნდა შეეხოთ ქართული ოცნების დამფუძნებელსა და 5 ბიზნესმენს, რომელტა სესახებ აქამდეც გააკეთა კომენტარი.

ასევე ხოშტარია ამბობს, რომ სანქციები უნდა შეეხოს სასამართლო კლანს, რომლის მიზანი სასამართლო სისტემაში კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურება იქნება. აცხადებს, რომ სანქციები უნდა დაეკისროს პროკურატურასაც რომელიც დროას ლიდერის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია.

ხოშტარიამ ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის სანქცირებაზეც.

"შემდეგი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის არის მათთვის ჩვენი ხალხის ნების უფრო მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობა. დროას და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიემგზავრებიან დასავლეთში ბრიუსელსა და ვაშინგტონში, სწორედ ამ საკითხების გასამყარებლად - სანქციების და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს გავხდეთ ევროპის ნაწილი", — თქვა მან.

ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში ბრიუსელსა და ვაშინგტონში ვიზიტებს გეგმავენ, სადაც სანქციებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ და პარტნიორებს საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის სურვილის გააცნობენ.