იტალიაში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ვერტმფრენი ტოსკანას რეგიონის ქალაქ ტულადან ტრევიზოში მიფრინავდა და რადარებიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა.

გარდაცვლილი მგზავრებიდან ოთხი თურქია, ორი კი ლიბანელი. ისინი იტალიაში მივლინებით იმყოფებოდნენ.