აქციიდან ლექტორის მსგავსი ხერხით განრიდება გადაცდომაა, მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა — თსუ-ის სტუდენტები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 10 ივნისის მოვლენებთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ აქციიდან ლექტორის მსგავსი ხერხით განრიდება გადაცდომაა მათი მხრიდან და მიზანმიმართული მოქმედება არ ყოფილა.
"გვინდა აღვნიშნოთ, რომ რამაზ ხომერიკის მსგავსი ხერხით განრიდება აქციის ინტენსიური ფაზიდან, არის გადაცდომა ჩვენი მხრიდან და ეს იყო იმპულსური ქმედების შედეგი და არა მიზანმიმართული მოქმედება. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მივიჩნევთ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის მოთხოვნით შიდა სივრცეში მობილიზებული იყვნენ შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. სტუდენტების თქმით, სუს-ის თანამშრომლების გამოჩენა პროვოკაცია და მათი დაშინების მცდელობა იყო.
ამასთანავე, თსუ-ის სტუდენტები აცხადებენ, რომ სიტუაციის გამწვავება გამოიწვია რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც მათი თქმით, აქტიურად იცავდა რექტორის კაბინეტს.
"ჩვენი არაერთი თხოვნისა, მან არ დატოვა პოტენციური გამწვავების არეალი. მიუხედავად ამ გაურკვეველი ქმედებისა, რა თქმა უნდა, აზრის დაფიქსირება არ გამხდარა მისი მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზი. ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთლობის შესაძლო დაზიანება.
ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზამნიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თვისუფლების გადამეტებისთვის", — ამბობენ ისინი.
განცხადება გაავრცელეს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორებმაც. მათი თქმით, გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგადაც დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი.
პროფესორები სტუდენტებს მოუწოდებენ, პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. მათი თქმით, საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არამხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვების უფლებები და არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს.
10 ივნისს სტუდენტთა ნაწილმა რექტორის კაბინეტი დაიკავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, სტუდენტთა პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. მათი თქმით, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას.
უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც და განაცხადა, რომ გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა.
თსუ-ის სტუდენტები სწავლის აუდიტორიაში დაწყებას აპროტესტებდნენ და სემესტრის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დროით ბინის დაქირავება არ შეუძლიათ და სამსახურის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ.
11 მაისს განათლების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს. მათი თქმით, თსუ-მ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა.
იმავე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება. თუმცა, უნივერისტეტი ამბობს, რომ სწავლის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტები მიიღებენ.
30 მაისის განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა, ქუთაისში და ახალციხეში შეძლებენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები