როგორც წესი, მსახიობების კარიერაში დგება პერიოდი, როდესაც ისინი ისეთ როლს ასრულებენ, რომელიც მათ დანარჩენ კარიერას განსაზღვრავს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ მსახიობებს ნამდვილად არ აკლიათ არც სახელი, არც დიდება და არც საინტერესო პერსონაჟები, მათ როგორც ჩანს სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც თქვეს უარი იმ როლების შესრულებაზე, რომლებიც შემდეგ სხვებმა ითამაშეს და კინოს ისტორიაში საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრეს.

ტომ ჰენქსი - გაქცევა შოუშენკიდან

ტომ ჰენქსმა მხოლოდ იმიტომ თქვა უარი ფილმში თამაშზე, რომ ფორესტ გამპში იღებდა მონაწილეობას.

დენიელ დეი ლუისი - ბეჭდების მბრძანებელი

დეი ლუისს ბეჭდების მბრძანებელში არაგორნის როლი უნდა ეთამაშა, თუმცა მან ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა. როლი კი ვიგო მორტენსენს ერგო.

მეგ რაიანი - ლამაზმანი

მეგ რაიანი ერთადერთი არ არის ვინც ლამაზმანში მონაწილეობაზე უარი თქვა. სანდრა ბალოკი, კიმ ბესინჯერი, მელანი გრიფიტი, შერონ სთოუნი, ვაინონა რაიდერი, მიშელ ფაიფერი და ჯენიფერ კონელი, არასრული ჩამონათვალია იმ მსახიობებისა, რომლებმაც ვივიენის როლზე უარი თქვეს. საბოლოოდ როლი ჯულია რობერტსმა შეასრულა.

მიშელ ფაიფერი - კრავთა დუმილი

მიშელმა მხოლოდ იმიტომ დაიწუნა როლი, რომ მისი აზრით, ფილმი ზედმეტად სასტიკი იყო და დიდი შეცდომაც დაუშვა, რადგან კლარისის როლს მისი კარიერის სულ სხვა საფეხურზე აყვანა შეეძლო. როლი ჯოდი ფოსტერმა ითამაშა.

ჯიმ კერი - კარიბის ზღვის მეკობრეები

ჯიმ კერიმ კაპიტან ჯეკ ბეღურას როლზე უარი იმიტომ თქვა, რომ ის იმ პერიოდში ყოვლისშემძლე ბრუსის გადაღებებს იწყებდა. საბოლოოდ როლი ჯონი დეპს ერგო.