პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა სურდა, თუმცა კიდევ ერთხელ მიიღო უარი. მისი თქმით, უთხრეს, რომ "მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად".

"მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, თორემ არ იქნებოდა ეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ მთავრობამ თურმე უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ არ არის მიზაშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", — განაცხადა მან.

საქართველოდან უკრაინაში მხოლოდ საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არჩასვლა საჰაერო სივრცის ჩაკეტვით "ახსნა".