PHR-მა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში პირველი დავა მოიგო
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში პირველი დავა მოიგო. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს პირველი გადაწყვეტილებაა, როდესაც ბავშვთა სხეულებრივ დასჯასთან დაკავშირებით კომიტეტმა სახელმწიფოს დარღვევა დაუდგინა.
"კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ ბავშვმა დაზიანებები საჯარო ბაღში ყოფნის პერიოდში მიიღო, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოექცა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის ფარგლებში. კომიტეტმა, დაადგინა, რომ სახელმწიფომ აგრეთვე დაარღვია გამოძიების სტანდარტი და განმარტა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ კვალიფიციური პროფესიონალები, ვისაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და უნდა იყენებდნენ ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვზე მორგებულ მიდგომებს", — ნათქვამია განცხადებაში.
საქმე 2017 წლის იანვარში ერთ-ერთ საჯარო ბაღში მომხდარ შემთხვევას ეხება. ორგანიზაციის ცნობით, აღმზრდელმა ბაღის მოსწავლეს სცემა. სახეზე დაზიანებების კვალი დედამ შეამჩნია და პოლიციას მიმართა. PHR-ის განცხადებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პოლიციისგან პასუხი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ყოფილა. 2018 წლის აპრილში კი ბავშვის დედამ PHR-ს მიმართა. მათი განცხადებით, ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს ძალადობის სათანადოდ გამოძიება და ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლის 8 ივნისს კი დაზარალებულის ცნობა მოითხოვეს — პროკურორმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უწყების თქმით, ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად არ ჰქონდა მიყენებული.
"პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ გიორგის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა. აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ის კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე", — ამბობენ ორგანიზაციაში.
PHR-ის ცნობით, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს ადვოკატებმა 2018 წლის ნოემბერში მიმართეს. კომიტეტმა გადაწყვეტილება კი 2022 წლის 7 ივნისს მიიღო. შედეგად, სახელმწიფოს ბავშვისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
"კომიტეტის განმარტების თანახმად სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი", — აცხადებენ ისინი.
ამასთან, სახელმწიფომ 180 დღის ვადაში უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მისი გასაჯაროება. აგრეთვე, სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მსგავსი დარღვევების პრევენცირებისთვის.
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
კომენტარები