extra.ge-მ ახალი თანამშრომელი, სრუტი აიყვანა, რომელიც რობოტი მტვერსასრუტია. გამომდინარე მისი უნიკალური შესაძლებლობებიდან, სრუტი ერთ-ერთი პირველია, ვისაც ყველაზე კომპეტენტური რჩევის მოცემა შეუძლია მტვერსასრუტებთან დაკავშირებით. ვესაუბრეთ სრუტის და მარტივ ენაზე გადმოგვცა რას უნდა მიაქციო ყურადღება, როცა მტვერსასრუტის შეძენა გსურს.

მანქანის მტვერსასრუტი

როგორც სრუტიმ გაარკვია, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები საჭესთან თავიანთი სიცოცხლის დაახლოებით 4 წელს ატარებენ. ნუ, საცობებსაც გააჩნია. თუ ამ კვლევასა და სრუტის ვენდობით, მანქანა თითქმის მეორე სახლია და სისუფთავე ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. სწორედ ამისთვის დაიბადა PHILIPS FC6141/01, მანქანის მტვერსასრუტი. მისი საცმის დახმარებით, თქვენი მანქანის ხალიჩაცა და სავარძლებიც მუდმივად სუფთა იქნება. მითუმეტეს, როცა ზაფხულია და კონდიციონერის გამოყენება ხშირად გვიწევს, სალონის ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. ვაიდა, ახლახან დალაგებულ მანქანაში სწრაფი კვების პროდუქტებით ჩაგიჯდეთ ვინმე, დაუღლელად მუშაობისთვის ადაპტერიც მოჰყვება. კომპაქტური და მძლავრი მოდელია. მისი დახმარებით, მანქანის სისუფთავეზე აღარასდროს იდარდებთ.

ფოტო: extra.ge

მტვერსასრუტი მშობლებისთვის

მოწესრიგებული სახლის დიდი ხნით შენარჩუნება ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა. დაგვა, ხეხვა, წმენდა და მომშრალება მინიმუმ ყოველკვირეული დალაგების ნაწილია, რასაც ძალიან დიდი დრო მიაქვს. სრუტიმ იცის, რომ როცა მშობელი ხარ, გაცილებით სასიამოვნოდ გინდა გაატარო დრო შენს პატარასთან ერთად. ამიტომ Xiaomi Mi Robot Vacuum-Mop 2 Pro მშობლებს შეურჩია. ეს მტვერსასრუტი მარტივად უმკლავდება ნაპრალებში ჩარჩენილ მტვერსა და ნამსხვრევების დიდ ნაწილაკებს. აქვს როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდის რეჟიმიც, რომლის მეშვეობითაც იდეალურად ასუფთავებს იატაკს, ამიტომ ძირს დავარდნილი სათამაშოების აღარ შეგეშინდებათ. პატარაც ხოხვას მარტივად და უსაფრთხოდ ისწავლის. ასევე, მტვერსასრუტი თავისივე შედგენილი რუკის წყალობით დაგილაგებთ სახლს, სანამ თქვენ პატარასთან ერთად ისეირნებთ.

ფოტო: extra.ge

ვისაც ერთი არასდროს ჰყოფნის

დალაგებისას არ გქონია შეგრძნება, რომ ორი ხელი არ გყოფნის? იქით ფილმის ყურების შემდეგ დივანში ჩარჩენილი ჩიფსების ნამცეცებია, აქეთ ობობას ბუდის გაკეთება გადაუწყვიტავს, იატაკის მტვერზე აღარაფერს ვამბობ. როგორც კი სრუტიმ ამის შესახებ წუწუნი მოისმინა, იდეალური მტვერსასრუტი მაშინვე გაახსენდა. ჰოდა, PHILIPS FC6721/01 ზუსტად შენთვის ყოფილა შექმნილი. ამ უსადენო მტვერსასრუტს სახლის უდენცქვიტო ოთახშიც კი წაიღებ. უმსუბუქესია, რამდენ ხანსაც არ უნდა დაალაგო, არ დაგღლის. თავი ეხსნება და მიუწვდომელი ადგილების დალაგების საშუალებას უმარტივესად მოგცემს.

ფოტო: extra.ge

პორტატიული მტვერსასრუტი

კუთხე-კუნჭულების დასალაგებლად mini BHR4562GL მტვერსასრუტი იდეალური ვარიანტიაო — აღნიშნა სრუტიმ. რადგან ეს კომპაქტური მოდელი მარტივად დაალაგებს თაროებს, სუვენირებში ჩარჩენილ მტვერს, მაგიდას, კლავიატურასა და სახლის სხვა, ძნელად მისაწვდომ ადგილებს. აქვს მცირე მოცულობის ფილტრი, რომელიც სრულიად საკმარისია მისთვის განკუთვნილი ადგილების დასალაგებლად. მოჰყვება ორი თავი, რომლის შეცვლაც სურვილისამებრ შეგიძლიათ. ხოლო, თუ დალაგების მანია გაქვთ და უცებ დაყრილი ნამცეცების თვალთახედვის არიდან გაქრობა გინდათ, უბრალოდ ჯიბეში ჩადებაც შეგიძლიათ.

ფოტო: extra.ge

ბიუჯეტური მოდელი

თუ სისუფთავე მნიშვნელოვანია, მაგრამ ბიუჯეტი განსაზღვრული, სრუტის თქმით, FRANKO FVC-1036 იდეალურად შეასრულებს თავის საქმეს. 2400W სიმძლავრით შეისრუტავს როგორც მტვერს, ასევე შედარებით დიდ ნაწილაკებსაც. კომპაქტური დიზაინი კი დალაგების შემდგომ მის შენახვას გაგიმარტივებთ

ფოტო: extra.ge

თუ შენი სასურველი მოდელი აქ ვერ იპოვე, დაიმეგობრე სრუტი საუკეთესო რჩევებისთვის. ეს კი 20%-იანი (მაქსიმუმ 100 ლარი) პრომოკოდია, გადაწყვეტილების გასამარტივებლად.
⭐ MEGOBARISRUTI ⭐