TikTok ეკრანთან გატარებული დროის კონტროლის უფრო მეტ ფუნქციას ამატებს, რათა მომხარებელს დროის მენეჯმენტი გაუადვილოს. ამ ცვლილებით კომპანიაა აპლიკაციაში ამატებს შეტყობინებებს, რომლებიც გახსენებს, თუ რამდენ დროს ატარებ პლატფორმაზე.

აპლიკაცია აწი გიჩვენებთ სხვადასხვა სტატისტიკას — TikTok-ზე გატარებულ დროს, როდის იყენებთ ყველაზე ხშირად და დღეში რამდენჯერ ხსნით. ამასთან ერთად, TikTok-ის მომხმარებლებს თავიანთი თავისთვის დროის ლიმიტების დაწესება შეეძლებათ.

ფოტო: TikTok

აპლიკაციას დროის ლიმიტის დაწესება უკვე შეეძლო, თუმცა ახლა მომხმარებელს შეუძლია დააყენოს "შეხსენება", რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ მოუწოდებს, რომ ცოტა შეისვენოს.

ეს ცვლილებები გამოიწვია იმ კრიტიკამ, რომლის თანახმადაც TikTok-ს და მის მსგავს პლატფორმებს უარყოფითი ეფექტები აქვთ მოზარდებზე.

საგულისხმოა, რომ TikTok განსაკუთრებულ ზომებს აწესებს 13-დან 17 წლამდე მომხმარებლებისთვის. ისინი მიიღებენ ყოველკვირეულ "ციფრული კეთილდღეობის შეხსენებას" და დამატებით შეხსენებებს, თუკი დღეში 100 წუთზე მეტს გაატარებენ აპლიკაციაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.