10 ყველაზე სწრაფი რამ მსოფლიოში
ყვლზ სწრფ ადამიანები, ცხოველები თუ გამოგონებები ყველასგან და ყველაფერისგან გამოირჩევიან. მათი ნაწილი გინესის რეკორდების წიგნშიც იმკვიდრებს ადგილს. რა სჯობს, როცა სხვებს სისწრაფით აღემატები, ეს ხომ ყოველდღიურობას ბევრად გაგიმარტივებდა. წარმოიდგინე, სამსახურის საქმეებს წუთებში რომ ამთავრებდე, გზაში დროს არ ხარჯავდე, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.
სამწუხაროდ, გამორჩეული სიჩქარე რჩეულთა ხვედრია და ამ სტატიაში სწორედ ყველაზე სწრაფი 10 რამის შესახებ წაიკითხავ.
1. ყველაზე სწრაფი მანქანა
Koenigsegg Jesko Absolut — ეს მანქანის მოდელი სისწრაფის მოყვარულმა მძღოლებმა აუცილებლად უნდა ჩაინიშნონ, რადგან არ არსებობს სხვა ავტომობილი, რომელიც მის რეკორდს გაიმეორებდა. აღნიშნულ მანქანას საათში 531 კილომეტრის განვითარება შეუძლია, ამიტომ თუ ოდესმე მის სავარძელზე აღმოჩნდებით, ფანჯრები საგულდაგულოდ დახურეთ, რათა შემთხვევით სახე სტარტის ხაზთან არ დატოვოთ.
2. ყველაზე სწრაფი რეპი
შეიძლება ითქვას, რომ ემინემი ყველაზე სწრაფად მოუბარი ადამიანი და რეპერია. მან 2020 წლის Godzilla-თი ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა სიმღერის მესამე ნაწილში ისე სწრაფად გარეპა, მის ნათქვამს დედაც კი ვერ მიხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე სწრაფი რეპერის წოდება იქამდეც ემინემს ჰქონდა, ეს ტიტული პირველად მან ნიკი მინაჟის სიმღერაში 12 წამში 85 სიტყვის ამოთქმის გამო დაიმსახურა.
3. ყველაზე სწრაფი ატრაქციონი
2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონი აბუ დაბიში მდებარე ფორმულა როსაა. 2010 წელს აგებული ატრაქციონის მაქსიმალური სიჩქარე საათში 239 კილომეტრს აღწევს, რომლის მიღწევაც სულ რაღაც 4,9 წამში შეუძლია. ამ მაჩვენებლის მქონე ატრაქციონს ტოლს ვერცერთი სხვა მსგავსი კონსტრუქცია უდებს.
4. ყველაზე სწრაფი ადამიანი
იამაიკელი ათლეტი, უსაინ ბოლტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ადამიანად ითვლება და ეს შეფასება ნამდვილად არაა უსაფუძვლო. ის კარიერის განმავლობაში საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებდა და 2009 წელს, 100 მეტრი 9,58 წამში დაფარა რითაც საკუთარი წინა რეკორდი — 9,69 წამი გააუმჯობესა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 11-გზის მსოფლიო ჩემპიონსა და 8-გზის ოლიმპიური ოქროს მფლობელს ვერავინ გაექცევა.
5. ყველაზე სწრაფი ხმელეთის ცხოველი
წვრილი გრძელი ფეხები, აღნაგობა და გრძელი კუდი ავაზას მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ხმელეთის ცხოველად აქცევს. მას 120 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაც კი შეუძლია, ამასთან მოძრაობის დაწყებიდან 3 წამში 60 კმ/სთ-ის აკრეფა ავაზასთვის პრობლემა არ არის. მგონი, უსაინ ბოლტს მხოლოდ ავაზის კონკურენციის უნდა ეშინოდეს.
6. ყველაზე სწრაფადმჭამელი ცხოველი
ვარსკვლავცხვირა თხუნელა ყველაზე სწრაფი ცხოველი კი არ არის, მაგრამ ის სხვა ძუძუმწოვრებისგან მაინც გამოირჩევა — ის ყველაზე სწრაფადმჭამელი ცხოველია. მას სულ რაღაც 0,001 წამში შეუძლია საკვების მიგნება, მოპოვება და ჭამა. ვარსკვლავცხვირა ჩემპიონს ამ გასაოცარი შედეგის მიღწევა ან მსუნაგობის გამო შეუძლია ან, უბრალოდ, სხვა საქმეებიც აქვს მოსასწრები.
7. ყველაზე სწრაფი ფრინველი
არამხოლოდ ცაში, ზოგადად ცხოველთა სამყაროში ვერცერთი ცხოველი შეედრება შევარდენს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ნადირობს — ამ დროს იგი 322 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს, ისე კი, მისი მაქსიმალური სისწრაფე საათში 389 კილომეტრია.
8. ყველაზე სწრაფი მატარებელი
მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებელი ჩინეთში შექმნეს და მას შანხაი მაგლევი ჰქვია, რომელიც ამასთანავე ყველაზე ძველი ელექტრო მატარებელია. მისი მშენებლობა $1,33 მილიარდი დაჯდა და და 18 თვეზე დიდხანს აშენებდნენ და ეს ამად ნამდვილად ღირდა — მისი სიჩქარე საათში 431 კილომეტრს აღწევს.
9. ყველაზე დიდი სიჩქარე
სინათლის სიჩქარე უნივერსალური მუდმივაა, რადგან ის ყველაზე და ყველაფერზე სწრაფია. სხვას არაფერს და არავის შეუძლია წამში 299,792,458 მეტრი დაფაროს
10. ყველაზე სწრაფი ინტერნეტი
რა კარგი იქნებოდა ამ მაჩვენებლით საქართველოც გამოირჩეოდეს, მაგრამ სამწუხაროდ სამხრეთ კორეას ვერ შევედრებით. სამხრეთ კორეელებს წამში 60 მეგაბიტის სიჩქარის გამოცდის სიამოვნება აქვთ, კიდევ უფრო მეტი, ასევე მსოფლიოში ყველაზე სწრაფია მათი ფიქსირებული ინტერნეტი — 245,5 მბ/წმ.
ბონუსი: თიბისი დაზღვევის გუნდი
დაბოლოს, ყველაზე სწრაფი დაზღვევის გუნდი. ეს არის თიბისი დაზღვევის გუნდი, რომელიც ავტომობილთან დაკავშირებულ საკითხებს ელვის სისწრაფით მოგიგვარებს და სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებულ მომენტებს ისე "გადაგიხვევს", თითქოს არც მომხდარა.
ამიტომ, ყველაზე სწრაფების სიაში საპატიო ადგილს ნამდვილად თიბისი დაზღვევის გუნდი იმსახურებს.
თუ გსურს მეტი გაიგო თიბისი დაზღვევის გუნდის შესაძლებლობებზე და ავტოდაზღვევის პირობებზე, ესტუმრე ვებგვერდს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები