საქართველოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღისა და პლატინის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოსა და ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავიც აღნიშნეს.

საელჩოში გამართული მიღების პარტნიორი ბრიტანული ბრენდი JCB იყო. შეხვედრის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრემიუმ ბრენდის ტექნიკა ადგილზე დაეთვალიერებინათ. JCB-ის საქართველოში "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" წარმოადგენს.

"მოხარული ვარ, რომ დედოფალი და სამეფო ოჯახი საქართველოში ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო JCB-სთან და სხვა ბრიტანულ ბიზნესებთან თანამშრომლობა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ შევძელი ჩვენი სტუმრებისთვის JCB-ის საუკეთესო ტექნიკის წარდგენა. ბრიტანულ და ქართულ ბიზნესებს შორის კავშირები საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესკავშირების წრის გაფართოებას, განსაკუთრებით 2019 წელს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ", — თქვა მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში

გიორგი ბერიძე "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის" დირექტორი: "კიდევ ერთხელ ვულოცავთ გაერთიანებულ სამეფოს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ბრიტანეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერი. დღეს მიღებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ ბრიტანული პერმიუმ ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველი, რომელიც JCB-იმ გამოიგონა და დღემდე ხარისხის ეტალონად მიიჩნევა , ასევე წარმოდგენილი იყო ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორი Hydradig და სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა. საამაყოა, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოსა და ბრიტანეთის ბიზნესურთიერთობების გაძლიერებაში".

JCB-ის ტექნიკა წელს დედოფლის იუბილეზე ბრიტანეთში გამართულ აღლუმზეც იყო წარმოდგენილი. გამოფენა ლონდონში 5 ივნისს გაიმართა და 10 000-ზე მეტ მონაწილეს საშუალება ჰქონდა, JCB-ის საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მსვლელობა ეხილა.