სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქართული ოცნების, ირაკლი კობახიძის არგუმენტი, რომ ევროპარლამენტარები ფეიკ ნიუსის მსხვერპლი არიან ძალიან სუსტია. მისი თქმით, იმ საკითხებზე, რაზეც ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები არსებობს და ჭორებს არ ეფუძნება.

"გუშინ ყველა გამომსვლელი ევროპარლამენტის წევრი იყო ძალიან კრიტიკული შექმნილი ვითარებით მიმართ. ამიტომ, ალბათ ძალიან სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი არიან ფეიკ ნიუსების მსხვერპლი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ გუშინ პარლამენტარები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. ისინი არ საუბრობდნენ ვიღაცის მოყოლილის საფუძველზე, საუბრობდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოს მომხსენებლის საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციების და საკუთარი მიგნებებისა და დასკვნების საფუძველზე. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჭორებზე დაფუძნებული", — ამბობს ის.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროპარლამენტი ე.წ ფეიკის მსხვერპლი გახდა და ამას სამწუხაროსა და შემაშფოთებელს უწოდებს. კობახიძის მტკიცებით, რეზოლუციაში არაერთი "ფაქტობრივი უზუსტობა და ტყუილია". მისივე თქმით, "უკიდურესად შემაშფოთებელია, როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი ტყუილები და უზუსტობები შეაპარონ".

ამავე თემაზე: