ამერიკელი კონგრესმენი, ადან კიზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს შეხვდა. კიზინგერი წერს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი საყრდენია.

"მქონდა შეხვედრა საქართველოს ახალ ელჩთან აშშ-ში, დავით ზალკალიანთან. ბევრია განსახილველი, თუმცა განსაკუთრებით განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი. საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ", — წერს ის.

შეხვედრაზე დაწერა ზალკალიანმაც. მისი განცხადებით, კიზინგერთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ძირითადი საკითხები განიხილეს.