ევროპარლამენტში დებატებმა დაადასტურა, რომ მთავარი დაბრკოლება ევროპული მომავლისთვის ივანიშვილი და "ოცნებაა" — ლელო
პარტია ლელოს განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა, დაადასტურა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის არის ივანიშვილი და ქართული ოცნება. მათივე თქმით, დებატებით ნათელი გახდა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი ევროპული პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში.
"ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის არის ივანიშვილი და ქართული ოცნება. ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ოლიგარქიული მმართველობა, ჟურნალისტების დევნა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის უკუსვლა და რეფორმების ჩაგდება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელეს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ლელოს თქმით, "ქართული ოცნების დესტრუქციულმა პოლიტიკამ" შეუძლებელი გახადა, რომ არ ისმოდეს უმწვავესი კრიტიკა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან.
"ჩვენ დღეს, ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან არაერთხელ გავიგეთ მოწოდება — "მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი", — ევროპელი პოლიტიკოსების ეს აბსოლუტური მხარდაჭერა, მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. მაგრამ, ქართული ოცნების დესტრუქციულმა პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, რომ მის მიმართ არ ისმოდეს უმწვავესი კრიტიკა, მათ შორის მათი პარტნიორი სოციალისტების და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან", — წერია განცხადებაში.
ლელოა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას, პრეზიდენტმა კი უნდა გამოიყენოს მისთ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება, მათ შორის, შეწყალება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
"ეს ყველაფერი წარმოადგენს აუცილებელ პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისადმი და ერთადერთ გონივრულ გზას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული პერსპექტივის გადასარჩენად", — საუბარია განცხადებაში.
გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. გაკეთდა კრიტიკული განცხადებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების საკითხზე.
გაიგე მეტი:
- კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, სამართლებრივი დევნა ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს — აუსტრევიჩუსი
- იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა მონაწილეობას იღებს მედიის დევნაში — გრეგოროვა
- მინდა მოგმართოთ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას — ფოტიგა ევროპარლამენტს
- მედიათავისუფლება მთავრობის მსხვერპლია, რომელიც სამართლის პოლიტიზირებას ცდილობს — კუბილიუსი
- ბოლო წლებში საქართველომ დაკარგა თავისი ტემპი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით — კალიურანდი
- ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს — ლექსმანი
- გვარამიას საქმე არის კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი — კრამონი
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები