ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე არის კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. მისი თქმით, საქართველოში ჟურნალისტების დაცვის მაგივრად მათ თავს ესხმიან.

"ჩვენ დიდი იმედი გვქონდა ამ ქვეყნის, როცა დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, გატარდა პოლიციის რეფორმა, დაიწყო საზოგადოების რეფორმა. ყველაფერი ეს ახასიათებს ამ ქვეყანას და გვაჩვენებს, რომ მას აქვს საზოგადოების დეპოლიტიზებისა და შესაბამის საზოგადოებად გარდაქმნის შესაძლებლობა. 2012-ში ამის მცდელობაც ჰქონდა.

ჩვენ ბევრი ძალისხმევა და ფული ჩავდეთ ამ ქვეყანაში და ახლა ვხედავთ, რომ იმის მაგივრად, რომ ლიდერი იყოს რეფორმებში, პროდასავლური განცხადება იფანტება ჰაერში და ვხედავთ, რომ არის რეგრესი პრესის თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალაზრისით. იმის მაგივრად რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან და ნიკა გვარამიას საქმე არის კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. ეს არ არის ერთადერდი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და არ გვინდა ვნახოთ განვითარების ასეთი მაგალითები", — ამბობს ის.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხვალ, 9 ივნისს კი რეზოლუციას მიიღებენ.

ამავე თემაზე: