ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ კოლეგებს მიმართა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. მისი თქმით, თავად ებრძოდა კომუნისტურ რეჟიმს და გრძნობს იმას, რასაც ყველა ქართველი.

"ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ შედეგისთვის. მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეში ზის — საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნიკა გვარამია, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი დღევანდელი დებატებისა. ისინი მოგვმართავენ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად არიან განწყობილი ამჟამინდელი მთავრობის მიმართ, გრძნობენ ისტორიულ საფრთხეს ქვეყნის მიმართ და ითხოვენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომ არ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დასჯა და მიტოვება, რომ არ დარჩნენ ქართველები პოტენციური რკინის ფარდის უკან.

შეხედეთ, რა ხდება უკრაიანში. მე ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ იმას, რასაც ყველა ქართველი გრძნობს და მინდა მოგმართოთ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას", — ამბობს ის.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხვალ, 9 ივნისს კი რეზოლუციას მიიღებენ.

ამავე თემაზე: